14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 01:54:53, 1441 ნახვა

პოლიტიკა
აქტივისტებმა თეატრში მისულ პრემიერს და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარა

"ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს!

ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი, ძველი ბათუმის დასაცავად!" - ამ შინაარსის პროკლამაციები სტუდენტმა ბათუმის დრამატული თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა, სადაც საპრემიერო ჩვენებას პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

  "ჩვენი ქალაქი არის საფრთხეში, ქაოსური განაშენიანებით და ძველი ბათუმისთვის საფრთხის შექმნით. ამ ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში შეუძლებელია იყო ბედნიერი, არაფერი კეთდება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. ისტორიული ზონაც თუ არ დაზარალებულა, მალე დაემუქრება საფრთხე. ისტორიული ზონის დამტკიცებასაც ვერ ვეღირსეთ, მე შევეცადე ყველა ფორმით მიმეწვდინა ხმა და მეთქვა მათთვის ჩვენი სათქმელი, თუ რა გვაწუხებს მოქალაქეებს" - განაცხადა მარიამ მუთიძემ. 

 

აქცია-პერფომანსს გამოეხმაურა სპექტაკლზე მყოფი პარლამენტის წევრი. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სიტყვის გამოხატვისა და მოქალაქის პოზიციის დაფიქდირების საინტერესო გამოხატვის ფორმა იყო.

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია, სპექტაკლის დასრულების შემდგომ. ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის მოსაზრებაა გასათავლისწინებელი".

ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი" და საზოგადოება "ბათომი" 2016 წლიდან ითხოვენ, ბოლო პერიოდში კი გამოსვლები და აქციები  ინტენსიური გახდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics