|
2019-03-27 18:45:11, 1606 ნახვა
რეგიონი
ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება
ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ. „საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც ყველაფერი იქნება - კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით, ბათუმს ეს აუცილებლად ექნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)