|
2019-03-27 18:00:25, 2747 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო. როგორც საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მტკიცე თანამშრომლობის დემონსტრირებაა. მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევა სტრატეგიული მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექამიზმს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა. დღესვე სასტუმრო „ბილტმორში“ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP). ვიზიტი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება, სადაც ალიანსის სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)