|
2019-03-27 17:25:44, 1538 ნახვა
სამართალი
ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც შენობიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
ორგანიზაცია „ამბრელას“ დამფუძნებელი ლუკა ფექირიშვილი ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. როგორც ფეიქრიშვილმა განაცხადა, მას ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სისტემატიურად, უსამართლოდ აჯარიმებენ. მისი თქმით, ყოველივე ეს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვინმე ჯოხაძის დაკვეთით ხორციელდება. ფეიქრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვდა, თუმცა გიორგი გახარია ადგილზე არ მისულა. მან შენობის სახურავი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა სირაძესთან ფასაუბრების შემდეგ დატოვა და აღნიშნა, რომ სირაძე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. „სისტემატიურად მომდის ჯარიმები. ჩემი რამდენიმე მანქანა დედაჩემის სახელზეა გაფორმებული და ჯარიმების შესახებ შეტყობინებებს მობილურ ტელეფონზე ვიღებ. დღესაც რამდენიმე ჯარიმა მივიღე, მათ შორის 80-ლარიანი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩემი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 3-4 ათასი ლარი შეადგინა. ვერ ვხვდები რას მერჩიან. თუ ჩემი ფულით უნდა ბიუჯეტის შევსება პირდაპირ თქვან და აქვე დავუყრი რაც მაქვს. პიროვნულად გიორგი გახარიას არ ვერჩი, უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და ქალაქში თავისუფლად შევძლო გადაადგილება. ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, არც „ქოცები“ მაინტერესებს და არც „ნაცები“. ნუ მეთამაშებიან, მე ლუკა ფეიქრიშვილი ვარ და ჩემთან ასეთები არ გაუვათ“, - განაცხადა ფექირიშვილმა. მანვე ზეწოლაში სუს-ის თანამშრომლებიც დაადანაშულა და აღნიშნა, რომ სახურავზე ყოფნის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქვებს ესროდნენ. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. სახურავის დატოვების შემდეგ ფეიქრიშვილს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)