23:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 14:27:51, 1588 ნახვა

კომენტარი
კილაძე: 2016 წელს ივანიშვილი კონკრეტულ პირებს აძლევდა რეკომენდაციას, რომ ბესელია „ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ პირებს აძლევდა რეკომენდაციას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო.

კილაძის თქმით, საზოგადოებისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ დაპირებებს და არა ის, თუ რა გზავნილი მიიღო ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძისგან.

„ეკა ბესელია კი არ არის აქტუალური, არამედ ის, ჩვენ რა დაპირებები მივეცით კონკრეტულ სფეროებში ადამიანებს, აქტუალური უნდა იყოს რას ვასრულებთ და რას არა. მგონი, ეს აინტერესებს ხალხს და ამაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და არა მამუკა მდინარაძემ ბესელიას რა გაუგზავნა ან ბესელიამ რა კომენტარი გააკეთა. მე გიდასტურებთ იმას, რომ იყო საუბარი 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics