|
2019-03-27 14:12:09, 1431 ნახვა
კომენტარი
კილაძე: კიბერდანაშაული მთელს მსოფლიოში რთულად გამოსაძიებელია, ამიტომ ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა დროში გაიწელა
„კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგ გავრცელებას. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საქმის გამოძიებაში უცხოელი სპეციალესტებიც ჩაერთვებიან. „კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამიტომ გაიწელა დროში ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა. ძალიან რთულად გამოსაძიებელია. ასეთი ტიპის საკითხებთან თეორიის დონეზე მეც მქონია შეხება და ეს არის ურთულესი საკითხია. კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაერთვებიან“, - განაცხადა კილაძემ. ცნობისთვის, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მოზარდია დაკავებული.
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)