19:37 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 12:30:51, 1138 ნახვა

საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლესთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.

მოზარდებმა დაათვალიერეს ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილი V-XIX საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები.

ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს, ასევე, წარუდგინეს საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ნუსხები, ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics