09:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 12:13:25, 1918 ნახვა

სამართალი
ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყნეთში, გოგებაშვილისქუჩის 20 ნომერში, გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ.

ამასთან, ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.

„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ფაქტის გადასამოწმებლად „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მომხდარს არ ადასტურებენ.

„მსგავსი შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics