13:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 13:44:15, 1399 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ფორმატზე შევჯერდებით

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსულტაციები.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მაია ცქიტიშვილი იყო მობრძანებული პარლამენტში. მან გასცა პასუხი ყველა კითხვას. არ დარჩა არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ანალოგიურად ალბათ კობა გვენეტაძესაც შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება. არის კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ეს პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე", – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics