13:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 23:06:35, 1382 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი გიგი უგულავას - მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა

არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი  100 წლის მანძილზე, – ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.

„გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდა „არაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით,- ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქსტატუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics