10:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 14:09:51, 2008 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

დღეს ბათუმში 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად გახსნა.  

ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე  თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმში ჩემპიონატის გამართვა ხელს  შეუწყობს  სპორტული ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის და  რეგიონის ცნობადობის გაზრდას.

,,დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბათუმი როგორც ეროვნული ჩემპიონატების, ასევე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ტრადიციულ ადგილად გადაიქცა. ჩვენ გვინდა, რომ ბოლომდე გავამართლოთ ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი. დარწმუნებული ვარ,  წინ ბევრი საინტერესო სპორტული ღონისძება გველის'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პირველობისთვის სამ წონით კატეგორიაში 100-მდე სპორტსმენი იბრძვის. ჩემპიონატი აჭარაში პირველად ტარდება და 24 მარტამდე  გაგრძელდება.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბათუმი 6 -13 აპრილს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი და პირდაპირი ტელეტრანსლაცია განხორციელდება Eurosport-ი ევროპის 60-მდე ქვეყანაში. ჩემპიონატი გაიმართება როგორ მამაკაცთა ასევე, ქალთა შორის, ათ წონით კატეგორიაში.

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, წარმატებული სპორტსმენები, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და  სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics