|
2019-03-22 09:57:52, 1079 ნახვა
საზოგადოება
გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონი მჭიდროდ არის დასახლებული, რის გამოც, მსგავსი მასშტაბის სკვერების მოწყობა ხშირად ვერ ხერხდება. „ჩვენი რაიონი მჭიდროდ და კომპაქტურად არის დასახლებული და მიწის თავისუფალი ფართობებით არ ვართ განებივრებული. მიუხედავად ამისა, 3 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მოვიძიეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკვერს მოვაწყობთ. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც სამ თვეში დასრულდება. გვინდა, რომ სკვერი და სპორტული მოედანი ერთ დიდ სივრცეში მოვაქციოთ ველობილიკითა და განათების თანამედროვე ქსელით. ეს ჩუღურეთისთვის დიდი ფართობია და რაიონში გამორჩეული სკვერი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. მისივე თქმით, გასულ წელს ჩუღურეთის რაიონში ასევე, ხუთი ახალი სკვერი გაიხსნა, რადგან მწვანე სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ქეთევან ჯანჯღავას შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, რომის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. „აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ქალაქში მართლაც გამორჩეული ისტორიული ძეგლია, რომელთან დაკავშირებითაც, უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. შედგა პროექტი და ძალიან მალე, წლის განმავლობაში, სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. ჩუღურეთის რაიონში ოთხი ისტორიული ძეგლის რეაბილიტიაცია მოხდება - რომის N4, ჯავახიშვილის N14, წინამძღვრიშვილის N1 და N39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიული შენობებია“, - აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.
(NS)
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)