16:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 19:37:48, 1934 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი მაკდონალდმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.

აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობის მიმართულებით.

ბანკის დაფინანსებით ხორციელდება ქვეშეთი-კობის 22.7 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით.

ასევე, აღსანიშნავია ADB-ს მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების პარტნიორობის სექტორებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმა, რომლის მიმართ აზიის განვითარების ბანკმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics