11:36 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 18:46:52, 1191 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მაქვს მოლოდინი რომ ვინც, მასიური დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ რუსეთი თანხას ჩარიცხავს

თეა წულუკიანის პასუხი არჩილ თალაკვაძეს: ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს  იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასიური დარღვევის მსხვერპნი გახდნენ, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის კითხვას, თუ რა ეტაპზეა სტრასბურგში  ქართული მხარის მიერ მოგებული საქმის აღსრულება.

„მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ რეალურად მასიური დარღვევების მსხვერპლნი თუ ეს არ მოხდება ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი მინისტრთა კომიტეტთან, იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics