|
2015-01-22 14:04:56, 1043 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
გაეროს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები იქცეს „ახალ ნორმად“. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე - საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნეპრისპირეთში... მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია: ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად“, - განაცხადა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაეროში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, წარმოადგენს „მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას". საქართველოს საკითხი წინ წამოწია ასევე გაეროში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსიას და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს. „მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას გაეროს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული“, - განაცხადა ლიტვის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)