16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 13:55:19, 508 ნახვა

საზოგადოება
გუშინდელი საღამოდან ამ დრომდე 112-ში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

გუშინდელი საღამოს 20:00 საათიდან ამ დრომდე 112-ში შევიდა 40-ზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება და არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

ამასთან, საბჭოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ რეხში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე გასული არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ტარდება სათანადო ღონისძიებები.

ასევე, სტიქიით დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დილის 7:00 სთ-დან სამუშაოები სრული მასაშტაბით გაგრძელდა. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და შესაბამისი აღჭურვილობით. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კიდევ ერთხელ მოვუწოდებს მოხალისეებს, დაიცვან უსაფთხოების დადგენილი ზომები, ჰიგიენის წესები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. „ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორციელდება წყლის ამოტუმბვა და ვოლიერების გაწმენდა. სვანაძის ქუჩაზე აგრეთვე გრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები. ბაგებში მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები. წყლის ამოტუმბვის დასრულებისთანავე დაიწყება ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული ბეტონის დამცავი კედლის პროექტის მიხედვით, წყნეთის ქუჩაზე, დღეს იგეგმება 10-მდე ხიმინჯის აღმართვა მდ.ვერეს კალაპოტში მოწყობილ სპეციალურ დამბაზე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics