12:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 18:21:11, 1660 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: გვსურს, კორეულ ბიზნესს ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გავაცნოთ

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ვიცე-თავმჯდომარეს ჯუდონგ კიმს შეხვდა. აღნიშნული პალატა კორეაში უძველესი და უმსხვილესია და აერთიანებს 73 რეგიონულ პალატასა და 100-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობაც ვაჭრობასა და ინდუსტრიას უკავშირდება.

შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მისი დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული მხარის ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით.

„პალატის ვიცე-თავმჯდომარემ აღგვიქვა დახმარება და მხარდაჭერა კორეასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში, ასევე საქართველოში კორეული ბიზნესის ჩამოყვანაში. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას საქართველოში, სადაც ჩამოვლენ კორეელი ბიზნესმენები. აღნიშნული ფორუმი დაგვეხმარება, რომ კორეულმა ბიზნესმა ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გაიცნოს და ადგილობრივ ბიზნესწრეებთან კონტაქტები დაამყაროს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა კორეის საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების ხელშეწყობის კორპორაციაში.  გაერთიანება ახორციელებს კორეული კომპანიების მხარდაჭერას მათ მიერ საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics