02:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 18:16:30, 1812 ნახვა

კომენტარი
მეზურნიშვილი: სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, დღეს სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება.

მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ეს რეინვესტირების 45.3 პროცენტიანი მაჩვენებლით დასტურდება და მსოფლიოში გამორჩეულ შედეგად შეიძლება შეფასდეს.

"უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტის რეინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ და მზად არიან ქვეყანასთან გრძელვადიანად ითანამშრომლონ.

2018 წელს საქართველოს მიერ ჯამურად მოზიდული 1 მილიარდ 232 მილიონი აშშ დოლარი სოლიდური შენატანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამასთან ერთად ფიტჩის რეიტინგის 2019 წლის დასაწყისში გაუმჯობესება, რაც 2011 წლის დეკემბრის შემდგომ არ მომხდარა დარწმუნებული ვარ უზრუნველყოფს საქართველოში ახალი მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები კი ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და ეფექტიანს გახდის", - განაცხადა მეზურნიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics