|
2019-03-08 12:29:49, 1671 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - პოლიტიკური ძალები ცდილობენ TBC-ის საკითხი პოლიტიკურ ველში დააბრუნონ, რაც სრული უპასუხისმგებლობაა
სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ "თიბისი ბანკის" საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი თავის, როგორც მარეგულირებლის როლს კარგად ასრულებს და დასძინა, რომ ამაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებიც მეტყველებს. "მინდა შევეხო იმას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, კერძოდ, სრულიად უსაფუძვლო და პოპულისტურ განცხადებებს ეროვნული ბანკის მისამართით. აქაც სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით. ეს არ გახლავთ ჩემი შეფასება, ეს გახლავთ შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო ფინასური ინსტიტუტებისგან, ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმატება და ამდენი წლის შემდეგ მოხერხდა საქართველოსთვის საინვესტიციო რეიტინგის ზრდა. ეს არის ფაქტობრივი გარემოება. დანარჩენი ყველაფერი გახლავთ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაცია. მარეგულირებლის გამართული მუშაობა არის ძალიან თვალსაჩინო. კიდევ ერთხელ მსურს, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციიდან განვაცხადო და მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს ძალიან მაღალი პროფესიული საქმიანობისთვის. ბანკმა თავისი საქმიანობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც როგორც ჩვენ მოვისმინეთ იყო შესაბამისი ძლიერი არგუმენტებით გამყარებული. ასევე, კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო და გამოვხატო ჩემი ძალიან დადებითი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „თიბისი ბანკი“ გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ, ეროვნული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რომელიც არის სრული უპასუხისმგებლობა და მცდელობა, რომ მოსახლეობამდე რაღაც დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია", - განაცხადა პრემიერმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)