|
2019-03-07 12:44:34, 1506 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ „გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან“ თანამშრომლობას იწყებს
ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაციასთან „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი" თანამშრომლობას იწყებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა დღეს ბათუმში პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. "ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარს ბევრი სიახლე და ინოვაცია აქვს, რაც მისასალმებელია. დღევანდელი დღეც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ბულვარი შეძლებს იყოს საერთაშორისო სტანდარტების. ბათუმის ყველა სტუმარი იყოს ბედნიერი იმ სტანდარტებით, რომელიც აქ იქნება დანერგილი. ამიტომ, დიდ ყურადღებას დავუთმობთ პროცესს, რომელიც დაწყებულია "ლურჯი დროშის" სერტიფიცირების თვალსაზრისით და რაც უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი" მსოფლიოს მასშტაბით 55 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, რომელებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება. დანიელ შაფერმა ბათუმელ მსმენელს „გარემოს დაცვის განათლების ფონდი"-ს საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამები ტურიზმის სფეროს შეეხება, ესენია „მწვანე გასაღების" და „ლურჯი ალმის" პროექტები, რომლებიც დღეს მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობენ და გარემოს მდგრად განვითარებასთან ასოცირდებიან. „ლურჯი ალმის" ნიშანი (Blue Flag) მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ნებაყოფლობითი ეკოლოგიური ნიშანია, რომლებიც პლაჟებს, იახტებს და სანაოსნო ტურიზმის ოპერატორებს ენიჭებათ. „ლურჯი ალმის" მოპოვებისთვის აუცილებელია ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მკაცრი კრიტერიუმების დაცვა. პრეზენტაცია/ტრენინგი ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ისე სამომავლოდ, ბათუმის ბულვარის ჩართვას გარემოს დაცვის მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულ პროექტებში. ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციას აჭარის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)