08:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 11:36:35, 1456 ნახვა

საზოგადოება
CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

კომპანია გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს აფრთხილებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები.

“კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს! სასწრაფოდ ჩახსენით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ.კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების უსაფრთხოებას.

სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics