07:46 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 15:36:14, 1362 ნახვა

საზოგადოება
„არასწორია „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც ჩვენს უფლებამოსილებას წარმოადგენს“ - სებ-ი მამუკა ხაზარაძეს ეხმაურება

საქართველოს ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, ეხმაურება. 

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნნული, უწყების უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები შესაბამის კანონმდებლობაშია დაკონკრეტებული. 

"კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის: დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელობა შანტაჟში დაადანაშაულა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics