05:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 14:10:59, 1525 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: ეს საბჭოთა, „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა, როდესაც ვიღაცას ლაფს დაასხამ, უნდა დასრულდეს

"პროკურატურა თავის ბრიფინგებით არ უნდა გვაშანტაჟებდეს", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ხაზარაძის მტკიცებით, ბიზნესის მფლობელებს საქართველოში ბევრი რამ აქვთ დათქმელი და ინისი ერთგვარი სტერეოტიპებით არიან შეპყრობილი. 

"ქართული ბიზნესი" ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი ძალიან ბევრი აქვთ. მე შეცდომა დავუშვი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც კულისებს მიღმა, ოთახებში იყო საუბრები, დავესწარი. იცით, რა შეხვედრაზეც მაქვს საუბარი. მოდით თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს და გულრწფელები ვიყოთ. მირჩევნია მოვიდნენ ჩემთან და მითხრან - იცი რა, ზედმეტი ხარ. მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, პირდაპირ გეუბნებით. 27 წელი მე და ბადრიმ, და ჩემმა გუნდმა - 10 ათასმა კაცმა შევალიეთ აქაურობას, იმიტომ, რომ აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. აქ არ მოვედი იმისათვის, რომ კომპლიმენტი მოვისმინო, რომ თუნდაც - "ვაიმე როგორ ვწუხვართ", ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ვამბობ სიმართლეს და ვამბობ მას ღმამაღლად, და არა კულისებში, მხოლოდ ჩემს გუნდთან. მე არ მაინტერესებს ნოლები ანგარიშზე, თუ არ იქნება თავისუფლება. პროკურატურა თავის ბრიფინგებით არ უნდა გვაშანტაჟებდეს. ეს საბჭოთა, "კაგებეშნიკური" პრაქტიკა, როდესაც ვიღაცას ლაფს დაასხამ, მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, მერე ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება რომ პასუხი გასცენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდა დასრულდეს. პირობას გაძლევთ - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics