05:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 13:05:00, 1363 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე TBC ბანკზე: უცბად ეს ადამიანები გახდნენ ივანიშვილის კარზე ყველაზე მიუღებელი და საშიში

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყველაფერზე საჯაროდ უნდა ისაუბრონ.

გოცირიძის თქმით, ბანკის დამფუძნებლებისა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები სავარაუდოდ, გარკვეულ საკითხში გადაიკვეთა. დეპუტატმა დასძინა, რომ აქედან გამომდინარეობს, ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. 

"არავინ წარმოიდგენდა, რომ მათ თავზე ასეთი შავი ღრუბლები ჩამოწვებოდა, არათუ ღრუბელი ჭექა-ქუხილი და მეხებიც ვარდება, როგორც ვამბობთ და აგერ ბანკიდან გაუსვეს 20% წილის მფლობელი ადამიანები, რეალურად საფრთხე დაემუქრა ანაკლიის პროექტს. სხვა პროექტებსაც მიდგნენ, როგორიცაა ლისის ტბის განვითარების საკითხები. უცბად ეს ადამიანები გახდნენ ივანიშვილის კარზე ყველაზე მიუღებელი და საშიშები. რატომ? სად დაიწყო რაღაც ინტერესების გადაკვეთა? ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია და გვინდა მათ ილაპარაკონ გულწრფელად", - აღნიშნა დეპუტატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics