06:30 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 09:36:35, 1256 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან უკრაინას და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით არის შესაძლებელი

დღეიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს, ორივე ქვეყანაში გამგზავრება ID-ი ბარათებით შეუძლიათ.

"2019 წლის 1 მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყოველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. რაც შეეხება ID ბარათებს, ორი ქვეყნის მთავრობებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics