|
2015-06-18 19:00:48, 424 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი: თუ ვერე მილებში არ იქნებოდა, უბედურება, ალბათ, მაინც მოხდებოდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მდინარე ვერეს მილებში გატარება და კალაპოტის დავიწროვება არასწორი იყო, თუმცა, ვარაუდობს, რომ სტიქიური უბედურება ამის გარეშეც მოხდებოდა. "მე ძალიან ბევრი მიშენებია, პროფესიით არქიტექტორი არ გახლავართ და არც კონსტრუქტორი, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრ არქიტექტორსაც და კონსტრუქტორსაც შევეკამათო. დიდი პრაქტიკა მაქვს, მდინარის მილში ჩაგდება და ასეთი მთის მდინარის, ძალიან სერიოზულ კითხვებს იწვევს და ჩემი აზრით, ექსპერტებმა საბოლოოდ უნდა დაადგინონ, მაგრამ არასწორი იყო, როდესაც ის მილებში გაატარეს და ამან გამოიწვია ეს.ალბათ მაინც იქნებოდა უბედურება, ვერავინ აწონის, იმ შემთხვევაში, თუ მდინარე მილებში არ იქნებოდა და თავის კალაპოტში ივლიდა, რა მოხდებოდა. მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი მდინარე, ისიც მთის მდინარეა, ბიზნესცენტრის უკან დიდი აუზი მქონდა, მთლიანად შემოვარდა წყალი იქ და გადასილულია ისიც. როგორც არაპროფესიონალის, ჩემი აზრია, რომ რა თქმა უნდა, იყო გადაცდომა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ გარემოზე ზემოქმედების როლი უნდა გაიზარდოს და განაშენიანების რეგულაციები გამკაცრდეს. "ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიონალი გუნდი არქიტექტორების.უნდა გვყავდეს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სოლიდური გუნდი. გასაგებია, რომ შეგნებულად ესხმოდნენ თავს პანორამას პროექტს, რამეთუ ჩემთან ჰქონდა ამას კავშირი და ძირითადი კრიტიკოსები პროექტის აზრზე არ იყვნენ.ზოგადად, არქიტექტურული პროექტები და ეს პროცესი რთულ მდგომარეობაშია, რადგან ჩვენ გვაკლია გამოცდილება, პროფესიონალები და უნდა გამკაცრდეს გარემო ზედამხედველობის როლი",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)