11:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 12:22:42, 1332 ნახვა

კომენტარი
ფადი ასლი - ივანიშვილს სურს „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდება და ამას ხელმძღვანელის გადაყენებით აპირებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკზე" დაწყებული გამოძიების რეალური სამიზნე ანაკლიის პორტია, რომლის ხელში ჩაგდების სურვილიც ბიძინა ივანიშვილს აქვს. 

როგორც ფადი ასლიმ აღნიშნა, ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება საქართველოს რეპუტაციისთვის საზიანოა. 

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს "თიბისი ბანკი" და ანაკლიის პორტი. "თიბისი-სთან" დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით, ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს, ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს. დაზვერვის გაერთიანება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

მან ყურადღება ასევე ანაკლიის პორტზე გაამახვილა. 

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი - ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ, როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ საქმეა, აღძრული, საქმის დაჭერისგან თავს იკავებენ“, - აღნიშნა ასლიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics