|
2019-02-14 10:33:53, 900 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა. სამუშაოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე. მისი თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას. "ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36-მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები საწარმოებელი, რაც ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობას მოხსნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ათეულობით ხის მოჭრის საჭიროება აღარ დგას. პროექტის ღირებულება ჯამში 4,7 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება", - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "ენ სი სი".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)