|
2019-02-13 19:37:00, 1156 ნახვა
საზოგადოება
ქობულია: საქართველოში 2019 წელს რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება
2019 წელს საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების - მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ ცენტრის მშენებლობა დაიწყება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონალურ ტრეინინგ ცენტრს ექნება 4 კილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტო და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აუცილებელია გააჩნდეთ ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია. ასევე გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)