|
2015-06-18 09:21:42, 307 ნახვა
საზოგადოება
ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს
ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბში განაცხადა. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი დაფარავს. „მინდა ვუთანაგრძნო დაღუპული მოქალაქის ოჯახს. სახელმწიფოს 10 ათასი ლარით მხარდაჭერა ამ შემთხვევაშიც ვრცელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, ქალაქის მერმა ზოოპარკის დირექტორთან დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა. „საბჭოზე ზოოპარკის დირექტორისგან გაკეთდა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, როგორ იღებდა ინფორმაციას. რაიმე გადაბრალება-გადმობრალებას ადგილი არ აქვს, ყველაფერი გარკვეულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)