|
2015-06-18 09:14:29, 420 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენები შეაჯამა
დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ყველა დაზიანებულ უბანზე; ღამის საათებში ამინდის გაუარესებას არ გამოუწვევია პრობლემები; სტიქიის ზონაში კვლავ შეყვანილია გვარდიის დანაყოფები და მოხალისეები, - დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ოჯახს და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა. „მიმდინარეობს დაზიანებული შენობების ექსპერტიზა-შემოწმება უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. წყნეთის ქუჩაზე სპეციალისტების მიერ გადაწყდა აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა. დღის მანძილზე მოხდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, რომლითაც მოხდა კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრა მდინარე ვერეს კალაპოტში ამ მონაკვეთზე არსებულ გვირაბთან, რითაც შეიცვალა მდინარის დინება და მისი ნაკადი უშუალოდ აღარ ეხება ნაპირს, სადაც უნდა დაიწყოს დამცავი კედლის მშენებლობა. თბილისის მეტროპოლიტენმა ბოლო დღეებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო მიიღო გადაწყვეტილება 8 ვაგონის დამატების თაობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დახმარების მნიშვნელობას, რომელიც ევროკომისიამ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გრანტის სახით გამოყო და რომლის ოდენობა 3 მილიონ ევროს შეადგენს. დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარი. პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც განუზომელი წვლილი შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, მათ შორის - მოხალისეებს, სამხედროებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)