|
2019-02-08 14:23:23, 2883 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ქართული ჯარი უნიფორმებით სრულადაა უზრუნველყოფილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ქართული მედიის წარმომადგენლებს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო სანივთე საწყობი დაათვალიერებინა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართული ჯარი 2018 წლიდან უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. „არა თუ ნაკლებობა, შეიქმნა მარაგები, რომლითაც შემდგომ წლებში ჯარისკაცების ფორმით უზრუნველყოფა უწყვეტადაა შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი ბუთხუზმა. მისივე თქმით, აუდიტის დასკვნა გასულ წლებს ეფუძნებოდა, კონკრეტულად ბოლო დასკვნა - 2017 წელს. „2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქმნება შესაბამისი მარაგები. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადში ერთი ფორმა, დღეს კაპრალ-სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა - ორწელიწადნახევარზე. ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)