12:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 19:50:56, 378 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა გიორგობიანი: არ არის საჭირო, ეს ტრაგედია ანგარიშსწორებად იქცეს

„მოსახლეობა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს“, –ამის შესახებ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამასხურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და თხოვნით მიმართა, რომ სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.

„მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით, პანიკა საჭირო არ არის და თუ იქნება შეტყობინება გაკეთებული, ჩვენ მადლობლები დავრჩებით. ეს ცრუ განგაშები და ცრუ ინფორმაციები მინდა ომ რამენაირად შეწყდეს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე მტკიცებით, ამ პერიოდში მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა.

„არანაირი პრობლემა კომუნიკაციის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არ ყოფილა. მერია ამ შემთხვევაში ძალიან ოპერატიულად და კარგად მუშაობდნენ. ტრაგედიია, რომელიც დღეს დატრიალდა, არანაირ საფუძველს არ ქმნის, რომ რაღაც კომუნიკაცია არ არსებობდა, ან ვერ მუშაობდა. ეს ვეფხვი, რომელიც ზოოპარკის თანამშრომლებმა ჩათვალეს, როდესაც პირველ დღეს გამოიტანეს ლეშები - რომ მკვდარი იყო, აღმოჩნდა რომ ცოცხალი ყოფილა და ერთ-ერთ სარდაფში შემალული. ის, რომ ეს ტრაგედია იქცეს ანგარიშსწორებად არ არის საჭირო  ამ ტრაგედიის კიდევ უფრო დამძიმება და რაღაც სკალპების მოთხოვნა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics