16:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 20:05:50, 1174 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც კანდიდატურების შერჩევა მოხდება

„პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი დღეიდან სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება.

„თითქმის მთლიანად დაეთმო ეს დრო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მსჯელობას და შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება. დღეიდან პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება და იმ საკონსტიტუციო პრინციპებთან და კანონდებლობასთან იქნება თანხმობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილებებს. ამ სამართლებრივ ჩარჩოში, სწორედ ამ პრინციპებით წარიმართება მუშაობა იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, კანონზე, რომლითაც მოწესრიგდება პრაქტიკულად უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და მათი შემდგომში პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics