|
2015-06-17 12:42:05, 435 ნახვა
საზოგადოება
ზვიად ქაწაშვილი: სტიქიის ღამეს 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სტიქიის ღამეს 112-ში პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა. ქაწაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამე გაიხსენა. „13 ივნისს, პირველი ზარი 112-ში შემოვიდა , ვაკონტრეტებ 22 საათზე და 11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე. დავაკონკრეტებ იმასაც, რომ გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო. თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის მანძილზე მოხდა ამ მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ იმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი. ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის მთელი მასშტაბით გაშლილი და ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა. ის და თავისი მეწყვილე იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი“, - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)