16:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 15:16:19, 1289 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე დღეს არის

 „პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე დღეს არის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მათიკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, დაწყებულია შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები. იკითხებიან ის ადამინები, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ასეთი რაღაც არ მინახავს, მაგრამ არის ამის შესახებ განცხადება, არის ამის შესახებ მოკვლევა და გამოძიება. რა თქმა უნდა, თვითონ სამწუხარო ფაქტია. ჩემი აზრით, პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics