|
2015-06-17 11:39:38, 395 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიელი ექსპერტი შეისწავლის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელს, იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL -ის ვიცე-პრეზიდენტს, იუნესკოს მთავარ ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, გეოლოგებთან ერთად ექსპერტს თბილისში განვითარებული სტიქიის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე ინფორმაცია გააცნო. იტალიელი ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში უშუალოდ გაეცნობა ახალდაბასა და ვერეს ხეობაში შექნილ ვითარებას და ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს. „ძალიან რთულია მდგომარეობა, საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთ პრობლემასთან, როგორიცაა ერთი მეწყერი ან ღვარცოფი. აქ არის მთელი ბუნებრივი სტიქიების შერწყმა ერთამანეთთან. ძალიან რთული იქნება მიზანშედეგობრიობის დადგენა. ჩვენ გავდივართ ველზე, რადგან კარგად დავათვალიეროთ არეალი. შევეცდებით გამოვიცნოთ ეს კავშირები დანგრევისა. ჩვენი მიზანია დავიცვათ მოსახლეობა საფრთხისაგან, დავიცვათ ინფრასტრუქტურა და რამენაირად ვმართოთ პროცესები“, - განაცხადა კლაუდიო მარგოტინიმ. ცნობისთვის, კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)