|
2019-01-29 12:37:37, 897 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყება
მიმდინარე წელს დედაქალაქში ერთი ხიდის რეაბილიტაცია და ასევე, ერთი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება დაიწყება, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდება. „ქალაქისთვის მასშტაბური და საინტერესო პროექტი იგეგმება - უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია. ეს არის ორწლიანი პროექტი. 2019-ში დავიწყებთ და 2020-ში დასრულდება. ყველამ იცის მაღლივის წითელი საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ და ის ერთ-ერთი სანიმუშო ადგილია. აღნიშნული პროექტი კი ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება საავტომობილო ხიდი, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებას განტვირთავს. საავტომობილო ხიდი საფეხმავლო ხიდთან თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაციაც იგეგმება. „ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვეძახით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ოთხი მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. წარმოდგენილი პროექტების გარდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც დაახლოებით 5 თვეს გასტანს.
(NS)
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)