13:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 18:52:22, 1498 ნახვა

საზოგადოება
„სკოლა იქნება უფრო ძლიერი“ - ბატიაშვილი საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებს განმარტავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი  საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებს განმარტავს.

მინისტრის თქმით, სკოლა ორიენტირებული უნდა გახდეს სასკოლო პროგრამაზე და უფრო მეტად გაძლიერდეს.

„მისაღები გამოცდები  მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს სკოლის პროგრამასთან. აქედან რას მივიღებთ?! სკოლა იქნება უფრო ძლიერი, სკოლაში ბოლო წლები, დღეს რაც სამწუხაროდ ესე არ არის, ორიენტირებული იქნება  სკოლის ცოდნის მიღებაზე. და რაც მთავარია, ზოგადად, ცოდნის მიღებაზე და ის გამოცდები რომელიც მათ მოუწევთ და ამ გამოცდებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს არის ჰუმანიტარებისთვის ისტორია, ტექნიკური მიმართულებით მათემატიკა. და რაც ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება დამატებითი გამოცდებისა, რასაც ისინი გადაწყვეტენ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგაძის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics