16:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 16:25:59, 1349 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მან შეხვედრაზე ფორმატის ცვლილების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დააყენა, მათ შორის ჯგუფის რაოდენობის შემცირების და კონკრეტული კვოტების განსაზღვრის საკითხი, როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე მოსამართლეთა წარმომადგენლობისთვის, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლეწევრებისთვის, სახალხო დამცველისთვის, ადვოკატთა ასოციაციისთვის.

"სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დამაბრკოლებელი გარემოება მოსამართლის გამწესების. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა ჩამოერთვას მმართველ კლანს მონოპოლია კანდიდატების დასახელებაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ჰქონდეს ნომინირების უფლება და არ ჰქონდეს უმრავლესობას უფლება, ეს ინიციატივა ჩააგდოს თუ არ იქნება სრული კონსენსუსი საბჭოს წევრებს შორის. დღეს არის ვითარება, როდესაც საბჭოს უმრავლესობას აქვს უფლება თავისი მოწონებული კანდიდატი გაიყვანოს, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატი ჩააგდოს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუმცა, ცვლილებათა ეს პაკეტი საბჭოს ამ შემადგენლობას არ წარედგინება, რადგან ამას აზრი არ აქვს. პაკეტს წარვუდგენთ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს და შემდგომ პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics