12:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 18:57:24, 1481 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე: ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა, კატეგორიულად არ შეიძლება

 „ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა, კატეგორიულად არ შეიძლება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

„ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები წითელას ეპიდაფეთქების შეკავებისთვის. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახლავთ მასობრივი ვაქცინაცია და ძალიან კარგია, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics