12:09 - 13 May, 2026
|
2015-06-17 09:31:34, 377 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი-ახალდაბის გზაზე სამუშაოები განახლდა
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა. უწყების ცნობით, მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, უკვე დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც გზა გაივლის. „აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ორხიდიანი ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, სოფელი ახალდაბა გარესამყაროს წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე 13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყერმა მოწყვიტა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)