12:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 18:26:56, 1336 ნახვა

საზოგადოება
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, კახა კალაძეს შეხვდეს

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის უფლების მქონე კომპანიის მფლობელი, ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე მზად არის საკითხის მოგვარების მიზნით თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდეს, - ამის შესახებ მან განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ზაქაიძე აღნიშნავს, ამ პროცესში ის და მისი კომპანია "სისტემისა და საზოგადოების წინაშე უსამართლოდ აღმოჩნდნენ".

"ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და სზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმზღვანელობამ. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ, კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიზლება ითქვას, რომ არის უიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაჩ შეეხება საკიხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივიატთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით", - წერს ბიზნესმენი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics