15:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 18:43:16, 1547 ნახვა

პოლიტიკა
უმრავლესობის შეხვედრაზე დასასწრებად, ეკა ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი, ეკა ბესელია, სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება.

როგორც ბესელიამ განაცხადა, სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დეტალურ განხილვას საჭიროებს და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას დაეთმობა.

„სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, მე ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics