15:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 10:01:14, 1311 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის  მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.

21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics