03:55 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 11:55:29, 615 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს წელსაც გასცემს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2019 წელსაც გასცემს.

უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარია გათვალისწინებული.

2018 წლიდან პროგრამაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებიც ჩართნენ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა შრომის ანაზღურება 150 ლარით, ბარში დასაქმებულების კი 100 ლარით გაიზარდა.

ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.

„პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

2019 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics