14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 16:44:26, 1464 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი კრიტერიუმებით შეირჩნენ

„გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ", რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურასა და კრიტერიუმებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ყველაფერთა დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.

 „ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ", რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობთ, რომ სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის იყოს, არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაჩივრება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება.

„გასაჩივრება, თავისთავად, ბუნებრივია, ვერ გახდება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი. თუ რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, კრიტერიუმებს შორის ესეც შეიძლება იყოს. ყველა საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics