|
2015-06-16 17:25:01, 415 ნახვა
საზოგადოება
შეიარაღებული ძალები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას 3 უბანზე ცდილობს
სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. „დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაწმენდისა და აღდგენით სამუშაოებში პირველივე წუთებიდან მონაწილეობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა ვერეს ხეობაში, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, რომელიც ზემოაღნიშნულ უბნებთან ერთად, ერთი-ერთი ყველაზე რთული ობიექტია, საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა მუშაობს. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში გაზარდოს, როგორც პირადი შემადგენლობა, ასევე, ტექნიკური საშუალებების რაოდენობა. როგორც თავდაცვის მინისტრმა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები სამაშველო ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. “ჩვენთვის დიდი პატივია ვემსახურებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის, ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში და ბუნებრივია, არც ეს დღეებია გამონაკლისი და განსხვავებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნული გვარდიაც. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ გმირთა მოედანზე, ზოოპარკისა და ვერეს ხეობაში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების, გაწმენდისა და სამძებრო სამუშაოები შეასრულეს. ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთისა“ და საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა კი სვანიძის ქუჩასა და ვარაზისხევის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)