14:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 11:56:20, 1237 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიზიტის ფარგლებში ყატარის მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ამასთანავე ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ განზრახულობათა დოკუმენტს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ყატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics