14:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 12:47:16, 1442 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

მათიკაშვილი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს. მას მხარი კომიტეტის 11-მა წევრმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. მასთან ერთად, პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმა. მოგვიანებით ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა თანაგუნდელებმა ბესელია პროცედურის დარღვევაში დაადანაშაულეს და ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვიეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics